Quantcast
Channel: Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე
Viewing all articles
Browse latest Browse all 77

ლამაზი ლექსები სიყვარულზე

0
0
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა
ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე
მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის
დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად
წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე
მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი
სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც
ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის
სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში
გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების
სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ
ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,
სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს,
დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც
სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი
სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

Viewing all articles
Browse latest Browse all 77

Latest Images

Trending Articles





Latest Images